პროექტის სახელწოდება : ზღაპრული დღეები
კლასი მეორე
მასწავლებელი: ლელა გოგინაშვილი
საგნები: ქართული, მუსიკა, ხელოვნება
პროექტის მთავარი იდეა:
საქართველო განთქმულია თავისი ულამაზესი ტრადიციებით,მათ შორისაა საშობაო ტრადიციები, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. საქართველოში შობა ოდითგან ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო, სამზადისი კარგა ხნით ადრე იწყებოდა. ალილოთი ჩამოივლიდნენ მეალილოები და ქვეყანას ქრისტეშობას ულოცავდნენ
პროექტის აქტუალურობა:
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, რაც შეიძლება მეტი რამ გაიგონ საახალწლო ტრადიციებსა და წესჩვეულებებზე. გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,შეისწავლიან სიმღერას,,ალილო'',გაითამაშებენ სიტუაციებს
პროექტის მიზნები:
მოტივაციის ამაღლება, საშობაო ტრადიციების გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მოსმენის უნარ-ჩვევების გამომუშავება, სოციალური და კომუნიკაციის უნარების განვითარება, კომპეტენციების განვითარება, დღესასწაულის გააზრება და განცდა, მეტყველების დონის ამაღლება.
მონაწილეთა ასაკი- 6-7 წელი
ვადები/ხანგრძლივობა- ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები:
ინფორმაციულები იქნებიან საახალწლო და საშობაო ტრადიციების შესახებ, მოსწავლეები გადაიღებენ სურათებს, ჩაიწერენ ინტერვიუებს, სადღესასწაულოდ მორთავენ საკლასო ოთახს, ნაძვის ხეს,ისწავლიან ლექსებს, სიმღერებს,დადგამენ სპექტაკლს ,,საახალწლო ზღაპარი'', ზღაპრიდან ისწავლიან რომ ადამიანი არ უნდა იყოს უზრდელი და დავნება.
რესურსი
ნაძვის ხე თავისი მორთულობით.საჩუქრები,კოსტიუმები,ფერადი ფურცლები,აუდიო ტექნიკა,ფოტო და ვიდეო კამერა
მსვლელობაპროექტის დასაწყისში მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეებს დაავალებს უფროსებისგან ჩაიწერონ ინტერვიუები ,,საახალწლო ტრადიციები ჩვენს კუთხეში''. შეაგროვებენ ნაძვის ხის სათამაშოებს და მორთავენ ნაძვის ხეს, ხელოვნების გაკვეთილზე გამოჭრიან ფიფქებს , გააკეტებენ თოვლის პაპის, ნაძვის ხის აპლიკაციებს და მშობლების დახმარებით მორთავენ საკლასო ოთახს, ბუკებში სახატავ რედაქტორში შექმნიან ნამუშევრებს ,,საახალწლო ნაძვის ხე'', ჩატარდება ერთობლივუ კრება მშობლების და ბავშვების, სადაც გადაწტდება თუ რა ფორმით ცატარდება საახალწლო ღონისძიება. მშობლები იზრუნებენ იმაზე , რომ საახალწლო სუფრა გაშალონ ჩვენს კუთხეში არსებული ტრადიციების მიხედვით, ბავშვებთან ერთად გაამზადონ ტკბილეული.
გადწყდა დადგან მინი სპექტაკლი ,, საშობაო ზღაპარი''
მასწავლებელი გამომეტყველებით კითხულობს სცენარს, მოხდება ტექსტის ანალიზი, როლების განაწილება, ლექსების და სიტყვების დარიგება.მშობლები იზრუნებენ კოსტიუმებზე.მოსწავლეებს მუსიკის მასწავლებელი ასწავლის სიმღერებს. გაკეთდება ვიდეო ალბომი რომელიც განთავსდება ბლოგზე.
სულ ბოლოს მოსწავლეებს გადავუგზავნი ბუკებში პაუერ პოინტში გაკეტებულ სლაიდ შოუს,, გილოცავთ ახალ წელს''. მოსწავლეებს შეფასების მიზნიტ შევავსებინებ ვორდის ტექსტურ რედაქტორში გაკეთებულ კროსვორდს. გაკეთდება პროექტის და მოსწავლეების შეფასება რუბრიკის გამოყენებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий